უხვმა ნალექმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან, მდინარე მტკვარზე, ხელოვნური, დროებითი კუნძული შეიქმნა, სადაც 6 მწყემსი შინაურ ცხოველებთან, ცხვრებთან და თხებთან, ერთად ჩარჩა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ წყლის დონის მონიტორინგი მიმდინარეობს და კუნძულზე დარჩენილებს საფრთხე არ ემუქრებათ.

მათივე თქმით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან და შესაბამისი მცურავი საშუალებებით დარჩენილთა უსაფრთხო ადგილას გამოყვანა ხდება.