მიტროპოლიტი პეტრე ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილს გარე, დამპყრობელი ძალა - რუსეთი მფარველობს. ამის შესახებ მიტროპოლიტმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

"ეს ადამიანი არის ყველაზე დიდი დასაყრდენი საქართველოში, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში," - თქვა მიტროპოლიტმა შორენა თეთრუაშვილის შესახებ.

მისი თქმით, პატრიარქის მოწამვლის საკითხიც თეთრუაშვილს უკავშირდება და მას შეუძლია ცილისმწამებლური კამპანია აწარმოონ. მიტროპპოლიტი ამბობს, რომ პატრიარქის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით "დამპყრობლური ძალის" მიერ კონტროლირებად მედიაში.

"ეს არის შანტაჟი, "კაკებეშნიკური" მეთოდი. თითქოს, ის პატრიარქს იცავს, თორემ მის გარეშე პატრიარქი შეიძლება ბევრად ადრე ყოფილიყო გაუგებარ მდგომარეობაში. ერთადერთობა პატრიარქის დაცვის - ამით გავლენის მოპოვება პატრიარქზე. მე ვარ არაერთი ფაქტის მომსწრე: თვითონ შეუქმნია პრობლემა ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის და თვითონვე მოუგვარებია და გაუბრიყვებია ხელისუფლების წარმომადგენლები," - თქვა თეთრუაშვილზე მიტროპოლიტმა.