რაიან მერფის ახალ სერიალში ევან პიტერსი სერიული მკვლელის როლს შეასრულებს
სერიალ American Horror Story-ის გულშემატკივრების სასიხარულოდ, მისი შემქმნელის, რაიან მერფის ახალ პროექტში — Monster: The Jeffrey Dahmer Story მთავარ როლს ევან პიტერსი შეასრულებს. ევან პიტერსი ფართო საზოგადოებამ სწორედ ამერიკული საშინელებათა ისტორიის პირველი სეზონით გაიცნო, სადაც ის ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. მსახიობი სერიალის მომდევნო სეზონებშიც აქტიურად მონაწილეობდა. ევან პიტერსი მაყურებლებმა პიტერ მაქსიმოფის როლშიც იხილეს ფილმებში Dark Phoenix, Deadpool 2, X-Men: Apocalypse და X-Men: Days of Future Past. მსახიობი სერიალებში WandaVision და Pose-შიც მონაწილეობდა.
რაიან მერფისა და იან ბრენანის ახალი სერიალი Monster: The Jeffrey Dahmer Story ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სერიულ მკვლელზე მოგვითხრობს. ევან პიტერსი სერიალში სწორედ ჯეფრი დამერს განასახიერებს. ჯეფრი დამერის მეზობლის, გლენდა კლივლენდის როლს მსახიობი ნეისი ნეში, სერიული მკვლელის დედის როლს კი — პენელოპა ენ მილერი შეასრულებს.
სერიალში ნაჩვენები იქნება პოლიციის უმოქმედობა და არაკომპეტენტურობა, რაც სერიულ მკვლელს 13 წლის განმავლობაში დანაშაულის ჩადენას უმარტივებდა. მასალებში დაახლოებით 10 შემთხვევაა, როცა ჯეფრი დამერი თითქმის დაიჭირეს, თუმცა საბოლოოდ მაინც გაუშვეს. Monster: The Jeffrey Dahmer Story, სავარაუდოდ, ამერიკაში თეთრკანიანების პრივილეგიის პრობლემასაც შეეხება, რადგან დამერი მარტივად უძვრებოდა კანონს თავისი გარეგნობისა და მოწესრიგებულობის გამო.
სერიალი 10 ეპიზოდისგან შედგება. საპილოტე ეპიზოდს Mindhunter-ის ერთ-ერთი რეჟისორი კარლ ფრანკლინი გადაიღებს. სერიალზე, აგრეთვე, ჯენეტ მოკი და დევიდ მაკმილანი იმუშავებენ.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
კომენტარები