ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ბილეთები ონლაინ ნახევარი საათის წინ, 12:00 საათზე ჩაეშვა და TKT.GE-ზე, სადაც მათი ყიდვაა შესაძლებელი, უკვე ონლაინრიგებია. ვებგვერდზე წერია, რომ შეძენა 13:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

ფოტო: კადრი ეკრანიდან

18 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველო- ესპანეთის საფეხბურთო მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით თამაშზე დაშვებული იქნება გულშემატკივართა 30%.

გულშემატკივრები, რომლებსაც საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთები ექნებათ, 28 მარტს 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ. გარდა ამისა, მატჩის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტრო და ავტობუსი 01:00 საათამდე იმუშავებს.