პირბადე რომ მოეხსნა, ინწკირვეთის მასწავლებელმა სკოლის ეზოში ბავშვებთან ერთად იცეკვა
"ჩემთვის მოსწავლეთა ღიმილი ყველაზე დიდი ჯილდოა".
აჭარის სოფელ ინწკირვეთის სკოლის მასწავლებელი, თამუნა ლაბაძე ცდილობს, რომ საკლასო ოთახში დაბრუნებული მოსწავლეებისთვის ყოველი დღე საინტერესო და სახალისო იყოს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო მარტის მიწურულს, როცა გაზაფხულდა, მაგრამ არე-მარე თეთრმა ფიფქებმა დაფარა. თამუნა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ეზოში გაუძღვა და მათთან ერთად თოვლში Jerusalema-ს მხიარული ჰანგების თანხლებით იცეკვა.
"მარტია, თოვს, მაგრამ გულში მაინც დარია", — დაწერა მასწავლებელმა ფეისბუქზე გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.
ვიდეოში პატარა მოსწავლეები მასწავლებელს აკვირდებიან, სიხარულით იმეორებენ მის მოძრაობებს და მუსიკის რიტმს ყვებიან.
"ბუნებრივია პირბადის გარეშე სკოლის შენობაში ვერ ვიცეკვებდით, ამიტომ ამინდის მიუხედავად სკოლის ეზოში ვიცეკვეთ", — ამბობს მასწავლებელი. ასე რომ, კადრები, რომლებიც აუცილებლად გამოგიკეთებთ გუნებას, სკოლის ეზოშია გადაღებული.
"ჩემთვის მოსწავლეთა ღიმილი ყველაზე დიდი ჯილდოა", — გვეუბნება თამუნა ლაბაძე. ის სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლაში პირველი ოქტომბრიდან ასწავლის.
თამუნა ონლაინ სწავლების დროს უამრავ პლატფორმას იყენებდა, რომ განათლების მიღების პროცესი პატარებისთვის საინტერესო ყოფილიყო, თუმცა, პირველი თებერვლიდან საკლასო ოთახებში დაბრუნებას მოსწავლეებთან ერთად მოუთმენლად ელოდა. სკოლაში დაბრუნების შემდეგ მოსწავლეებს კიდევ უფრო დაუმეგობრდა:
"პანდემიიდან გამომდინარე მუდმივად მიწევდა პირბადის ტარება, მოსწავლეებმა მთხოვეს ერთ დღეს პირბადის გარეშე დავნახებოდი. უცებ მოვიფიქრე მესწავლებინა მათთვის მარტივი მოძრაობები და თანამედროვე მელოდიაზე დაგვედგა ფლეშმობი. უცებ აითვისეს და ეს დღეც შედგა".
Jerusalema სამხრეთ-აფრიკელი მუსიკოსის, Master KG-ის ცნობილი სიმღერაა, რომელიც 2020 წელს გამოვიდა და ქვეყნის საამაყო მუსიკალურ ნამუშევრებს შორის შევიდა. გასული წლის სექტემბერში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სიმილ რამაფოსამ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ Jerusalema-ს ცეკვის გამოწვევაში ჩართულიყვნენ და მსოფლიოსთვის სამხრეთ აფრიკის მშვენიერება ახალი კუთხით ეჩვენებინათ. სიმღერა განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც გამოწვევაში Masaka Kids Africana-ს პატარა მოცეკვავეები ჩაერთვნენ.
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
კომენტარები