გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომაგენელი, თათია დოლიძე, დინარე ენგურზე გამშვები პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს უშლის საქართველოს იმ მოქალაქეთა განვითარებასა და განათლებას, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

თათია დოლიძემ ისაუბრა მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე ეკონომიკური ზრდის საპირწონედ, ახალგაზრდების პრობლემატიკასა და ასევე მათ ინოვაციურ პოტენციალზე.

ასევე იხილეთ: გაეროში საქართველოს ახალგაზრდა დელეგატის გამოსვლამ რუსი დიპლომატი გააღიზიანა