დისნეის ხსენებისას პირველი ყველას ჯადოსნური და თვალისმომჭრელი პრინცესები წარმოგვიდგება თვალწინ და კაცი პერსონაჟები მეტწილად არც კი გვახსენდება ხოლმე.

მართალია, დისნეის ისეთივე საინტერესო, მრავალფეროვანი და შთამაგონებელი კაცი გმირები, შესაძლოა, არ ჰყავს, როგორიც ქალები, თუმცა სულ მინიმუმ ისინი არანაკლებ მომხიბვლელები მაინც არიან ხოლმე.

მულტფილმების სამყაროში ყველაფერი ზედმეტად იდეალური და შთამბეჭდავია, მათ შორის პერსონაჟების გარეგნობაც და ქვემოთ სწორედ რამდენიმე ისეთ გმირს მოვუყარეთ თავი, რომელთა ხილვისას, ალბათ, ბევრ მაყურებელს ერთხელ მაინც გაუვლია გონებაში, რა იქნება, რეალურ ცხოვრებაში მეც შემახვედრა ასეთსო.

10. მაილო ტეტჩი ანიმაციიდან ატლანტიდა: დაკარგული სამყარო

ფოტო: Disney

ერთი შეხედვით, ისეთი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელსაც ცოდნა სისულელეში გადაეზარდა, თუმცა სინამდვილეში, ძალიან ჭკვიანი, მამაცი და ერთგული ვინმეა.

9. ტარზანი ანიმაციიდან ტარზანი

ფოტო: Disney

სანამ სავარჯიშო დარბაზები აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს წამოიწყებდნენ, მანამდე ტარზანმა გვაჩვენა "ჯანსაღი ცხოვრების წესის" უპირატესობანი.

8. დევიდ კაუინა ანიმაციიდან ლილო და სტიჩი

ფოტო: Disney

მართალია, მულტფილმში სულ ცოტა ხნით ჩნდება, მაგრამ მან მაინც მოახერხა, რომ ჩვენს გულებში ცეცხლი დაენთო.

7. კრისტოფი ანიმაციიდან გაყინული

ფოტო: Disney

ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული გარეგნობის მიუხედავად, თავისი პიროვნული თვისებებით მან მაინც უამრავი მაყურებლის ყურადღება მიიქცია.

6. ჯიმ ჰოუკინსი ანიმაციიდან განძის პლანეტა

ფოტო: Disney

საყურიანი ბიჭები აქედან შეგვიყვარდა.

5. ჰერკულესი ანიმაციიდან ჰერკულესი

ფოტო: Disney

რთულია, მისით არ მოიხიბლო.

4. პრინცი ნავინი ანიმაციიდან პრინცესა და ბაყაყი

ფოტო: Disney

ლამაზი თავის ტკივილი სწორედ ასე გამოიყურება.

3. პრინცი ერიკი ანიმაციიდან პატარა ქალთევზა

ფოტო: Disney

ვაღიარებთ, რომ ნამდვილად ძალიან მიმზიდველია, თუმცა მის გამო ქალთევზობაზე უარის თქმა, ალბათ, მაინც მეტისმეტია.

2. ლი შანგი ანიმაციიდან მულანი

ფოტო: Disney

მულანს თუ არა, მის გვერდით მშვიდი გონებით ბრძოლა ბევრ ჩვენგანს ნამდვილად გაუჭირდებოდა.

1. ფლინ რაიდერი ანიმაციიდან რაპუნცელი

ფოტო: Disney

ალბათ, ბევრი დაგვეთანხმება, რომ ის უბრალოდ საუკეთესოა.

ბონუსი: არც სხვა ასაკის კატეგორიის კაცები დავივიწყოთ — ტრიტონი პატარა ქალთევზადან და ზევსი ჰერკულესიდან

ფოტო: Disney

ფოტო: Disney