თბილისში, აფრიკის დასახლებაში ახალგაზრდა ქალი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.