ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისთვის ანა დოლიძემ პროკურატურას მიმართა
მოძრაობა ხალხისთვის ლიდერმა, ანა დოლიძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისთვის გენერალურ პროკურატურას მიმართა. როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საქმეზე ობიექტური გამოძიება უმნიშვნელოვანესია.
მისივე თქმით, უნდა დაიკითხოს შინაგან საქმეთა მინისტრის აწ უკვე ყოფილი მოადგილე, კახაბერ საბანაძე, ასევე, ყველა პრემიერმინისტრი.
"ეს არის ფართომასშტაბიანი სისტემა, როგორც ჩანს, რომელიც მუშაობს ყველა სერიოზულ, მნიშვნელოვან საფრთხის შემცველ ოპონენტებზე. [ვანო] გულაშვილმა თქვა, რომ მას ჰქონდა ათასი ფაილი და დამასახელა მე. თუ ეს ჩვენება მართალი, ათასი ფაილი ძალაშია და იქ არიან სხვა ადამიანებიც", — აღნიშნა დოლიძემ.
21 მარტს მთავარ არხთან ინტერვიუში სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იწერდნენ, მათ შორის მოძრაობა ხალხის ლიდერს, ანა დოლიძეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ინტერვიუ 2019 წელს არის ჩაწერილი და რესპონდენტი უკვე დაკავებულია. მათი თქმით, ინტერვიუ ახლა, მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც TV პირველმა შს მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის ფარული ჩანაწერები გაასაჯაროვა. ამ სიუჟეტშიც იგივე პირი, ივანე გულაშვილი ფიგურირებდა. გულაშვილი აცხადებს, რომ ის დავალებებს მხოლოდ შს მინისტრის მოადგილისგან, კახაბერ საბანაძისგან იღებდა.
როგორც გულაშვილი აღნიშნავს, ფარული ჩანაწერების გარდა ის სხვადასხვა დავალებას იღებდა. იგი ამბობს, რომ მას გიორგი რურუას მანქანისთვის GPS-ის დაყენება მოუწია. გარდა ამისა, გულაშვილი მთავართან ყვება, აქციების დროს მას კონკრეტული ადამიანების ან მთლიანად აქციის თვალთვალი ევალება, როგორც დრონებით, ისე სათვალთვალო კამერებით, რასაც შემდგომში მაღალი თანამდებობის პირები აკვირდებოდნენ. მისივე მტკიცებით, 20 ივნისის ღამის შემდეგ საბანაძის დავალებით პარლამენტის სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერები ამოიღეს და გაანადგურეს. ამასთან, აქციაზე მონიტორის დაზიანება უბრძანა, რათა გათიშულიყო.
კახაბერ საბანაძის ფარული ჩანაწერები TV პირველის ეთერში 20 მარტს გავიდა. არხის ინფორმაციით, წყარომ მიაწოდა ჩანაწერები, რომლითაც 2019 წლის აქციის ხელშეშლა და ტექნიკის დაზიანება საბანაძის დავალებით ხდებოდა. გარდა ამისა, ტელეკომპანიამ გაავრცელა საბანაძის სამუშაო კაბინეტში გადაღებული ფოტო, რომელიც მათი მტკიცებით ფარული სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.
კახაბერ საბანაძემ თანამდებობა 23 მარტს დატოვა და მისი განცხადებით, უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც სიმართლეს დაადგენს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში ფარული მიყურადებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებზე პროკურატურაში გამოძიება დაიწყეს.
გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები