NDI-ის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ პარლამენტში ქალის და კაცის გადანაწილება 50-50%-ზე იქნებოდა. 16% მიიჩნევს, რომ 30% ქალი უნდა იყოს, 70% კაცი.

აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება, რომელსაც CRRC საქართველო ატარებს.