NDI-ს 2021 წლის თებერვლის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68% ფიქრობს, რომ მთავრობა კორონავირუსის პანდემიას კარგად გაუმკლავდა, გამოკითხულთა 27% ფიქრობს, რომ მთავრობა პანდემიას ცუდად გაუმკლავდა.

ფოტო: NDI

კვლევის ფარგლებში გამოკითხული ქართული ოცნების მხარდამჭერების 93% მთავრობის საქმიანობას პანდემიასთან ბრძოლაში დადებითად აფასებს.

ფოტო: NDI

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 50% ფიქრობს, რომ საქართველოში კორონავირუსის საპასუხოდ მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკური გეგმა ეფექტურია, 37% კი გეგმას არაეფექტურად მიიჩნევს.

ფოტო: NDI

თებერვლის კვლევის მიხედვით, მთავრობის მხრიდან რაიმე სახის ფინანსური დახმარება ან შემწეობა კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში გამოკითხულთა 60%-ს არ მიუღია.

ფოტო: NDI

აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება, რომელსაც CRRC საქართველო ატარებს.