NDI-ს კვლევის თანახმად, პარლამენტის საქმიანობას კარგად მხოლოდ მოსახლეობის 14 პროცენტი აფასებს. საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას საშუალოდ აფასებს 38 პროცენტი, ხოლო ცუდად — 36 პროცენტი.

ფოტო: NDI

ამასთან, გამოკითხულთა 54 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტის წევრები მათთნაირი ადამიანების შეხედულებებს ითვალისწინებენ. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს 37 პროცენტი.

რაც შეეხება მოლოდინებს, გამოკითხულთა შეხედულებები ასე გადანაწილდა.

ფოტო: NDI

კვლევის საველე სამუშაოები 2021 წლის 17-24 თებერვალს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 024 ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,4%-ა. NDI-ში განმარტავენ, რომ ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.