NDI-ის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 13%-მა პანდემიის დროს სამსახური დაკარგა და კვლავ უმუშევარია. ამასთან, 43% კორონავირუსის პანდემიამდეც არ მუშაობდა და კვლავ არ მუშაობს. 27%-ს კი სამსახური არ დაუკარგავს და არც ხელფასი შემცირებია. სხვა მონაცემები ასე გადანაწილდა:

  • "არ დაგიკარგავთ სამსახური, თუმცა ხელფასი/შემოსავალი შეგიმცირდათ" — 12%;
  • "დაკარგეთ სამსახური და სხვა სამსახური დაიწყეთ" — 3%;
  • "კორონავირუსის პანდემიამდე არ მუშაობდით და ახლა დასაქმებული ხართ" — 1%;
  • "სხვა: — 1%.

ფოტო: NDI

ამასთან, კითხვაზე: რომელ სფეროში მუშაობთ/მუშაობდით პანდემიის დაწყებამდე, გამოკითხულთა 16% ამბობს, რომ ეს იყო საცალო ვაჭრობა; 11% — მშენებლობა; 10% — სოფლის მეურნეობა; 10% — ტრანსპორტი; 8% — საჯარო სექტორი/სამთავრობო უწყებები.

ფოტო: NDI

აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება, რომელსაც CRRC საქართველო ატარებს.