NDI-ის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 40% ფიქრობს, რომ მათ შეხედულებებთან არცერთი პარტია არ დგას ახლოს. 23%-ის აზრით, ეს არის ქართული ოცნება, ხოლო 14% უარს აცხადებს პასუხზე. სხვა მონაცემები ასე გადანაწილდა:

  • "არ ვიცი" — 8%;
  • "ენმ" — 7%;
  • "სხვა პარტიები" — 7%.

აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება, რომელსაც CRRC საქართველო ატარებს.