დოლიძე მოითხოვს, მასზე შესაძლო მიყურადებისა და ჩაწერის საქმეზე გამოძიება დაიწყოს
ანა დოლიძე მოითხოვს, რომ ივანე გულაშვილის ინტერვიუს საფუძველზე, მასზე შესაძლო მიყურადებისა და თვალთვალის საქმეზე გამოძიება დაიწყოს. მისი თქმით, ეს საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევს და მმართველ გუნდს მაქსიმალურად მოეთხოვება პასუხი.
საუბარია ინტერვიუზე, რომელშიც, სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ანა დოლიძის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ჩაწერეს. მისივე თქმით, ის დავალებებს მხოლოდ შს მინისტრის მოადგილისგან, კახაბერ საბანაძისგან იღებდა. მთავარი არხის განცხადებით, ინტერვიუ 2019 წელს არის ჩაწერილი და რესპონდენტი უკვე დაკავებულია. მათი თქმით, ინტერვიუ ახლა, მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც TV პირველმა შს მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის ფარული ჩანაწერები გაასაჯაროვა. ამ სიუჟეტშიც იგივე პირი, ივანე გულაშვილი ფიგურირებდა.
"ამ ჩვენებაში მოცემულია უსერიოზულესი ბრალდება საჯარო, ხელისუფლების კრიტიკოსი, აქტიური პოლიტიკოსის პირად ცხოვრებაში ჩარევასთან დაკავშირებით. გარანტიას ვაძლევ ქართულ ოცნებას, რომ ეს იქნება უსერიოზულესი პოლიტიკური სკანდალი გლობალური მასშტაბის, — განაცხადა დოლიძემ.
მთავარ არხთან საუბრისას მანვე აღნიშნა, რომ ინტერვიუში გულაშვილი თვალთვალის დაწყების თარიღად 2014 წელს ასახელებს, ამ დროს კი ის საქართველოში არ იმყოფებოდა. თუმცა, დოლიძე ამბობს იმასაც, რომ გულაშვილი აღწერს იმ ნივთებს, რომლებიც სახლში მართლა აქვს, ამიტომ ვარაუდობს, რომ საუბარი არა 2014, არამედ 2015 წელზეა.
დოლიძის განცხადებით, ამ ინტერვიუში ბევრი კითხვა არსებობს და აუცილებელია, რომ ისინი გამოძიებელი იყოს, თუმცა აღნიშნავს, რომ პროკურატურის იმედი არ აქვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით On.ge სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში თქვეს, რომ კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება შსს-ს, მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
კომენტარები