ხელოვანის წარმოსახვაზე მუდმივად მოქმედებს გარემო და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. თუ რა გავლენას იქონიებს თანამედროვე ხელოვნებაზე კორონავირუსის პანდემია, ამაზე დაკვირვება, ალბათ, უფრო ცოტა მოგვიანებით შეგვეძლება.

მაგრამ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება შეეცვალა მსოფლიოში აღიარებული ფერწერული ტილოები კორონავირუსის პანდემიას, ისინი დღეს რომ შექმნილიყო? თუ არა, ამაში ერთ-ერთი ხელოვანის უცნაური წარმოსახვა დაგეხმარებათ, რომლითაც კლასიკურ ნახატებს ფოტოშოპის საშუალებით სახის ნიღბებსა და პირბადეებს ახატავს.

მართალია, Volker ამას წლებია აკეთებს, თუმცა COVID-ეპოქაში მისმა ექსპერიმენტებმა სულ სხვა მნიშვნელობა შეიძინა.

1. "შინაგანად მკვდარი ვარ და ასე მაინც გავიხალისო თავი"

ფოტო: volker.hermes / Instagram

2. "ბებიამ სახლიდან ისე არ გამომიშვა, ვირუსებია ყველგანო"

ფოტო: volker.hermes / Instagram

3. "მომბეზრდა კორონა"

ფოტო: volker.hermes / Instagram

4. "ამ პანდემიაში წვერის და თმის შესაჭრელად სალონში ვეღარ ვბედავ მისვლას და ასე გამოწყობა ვამჯობინე"

ფოტო: volker.hermes / Instagram

5. როცა ნაცნობი შეგხვდა ქუჩაში, არ გინდა, რომ შეგამჩნიოს და პირბადე უკუღმა ჩამოიფარე

ფოტო: volker.hermes / Instagram

6. "რატომ მიწერ ჯარიმას? რას ქვია, ბენდენა პირბადე არ არის?!"

ფოტო: volker.hermes / Instagram

7. როცა თავი მოდური გგონია და გადაწყვიტე, ყველაფერი ერთმანეთს შეუხამო

ფოტო: volker.hermes / Instagram

8. "ჩემი სატრფო კარანტინშია და წერილებსა მწერს"

ფოტო: volker.hermes / Instagram

9. "ისე მეშინია ამ ვირუსების, რაც ხელში მომყვება, ყველაფერს ცხვირ-პირზე ვიფარებ"

ფოტო: volker.hermes / Instagram

10. "ჩემზე ამბობენ, სულ ყელმოღერებული დაიარებაო, არადა ანგინები მაქვს და ვუფრთხილდები, ყელი არ გამიცივდეს"

ფოტო: volker.hermes / Instagram