დათა პაპა ოკუპირებულ ხურვალეთში დაკრძალეს
ოკუპაციასთან შეუპოვარი ბრძოლის სახე, ოკუპირებული რეგიონის ხმა და გამყოფ ხაზს მიღმა დარჩენილი საფლავების ჭირისუფალი, დათა პაპა ხურვალეთში დაკრძალეს. როგორც მისი ცხოვრების ბოლო წლები, გასვენების პროცესიაც მავთულხლართებით იყო გაყოფილი. საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს პაპას გარდაცვალებას გლოვობდნენ.
გამოსამშვიდობებლად მისულმა ნათესავებმა, რიგითმა მოქალაქეებმა, პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა ის საქართველოს ჰიმნით გააცილეს. იქ, სადაც დათა პაპა სტუმრებთან სასაუბროდ ჩადიოდა, საქართველოს დროშაც აფრიალდა. მავთულხლართებში კი მის პატივსაცემად დატოვებული ყვავილები იყო დამაგრებული.
ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეკრებილებმა ბევრი ისაუბრეს დათა პაპას შემართებაზე, მისი ბრძოლის მნიშვნელობასა და ანდერძზე, რომლითაც მან ცოლს სთხოვა, არ დატოვოს სახლ-კარი და ქართველების დახმარების იმედი ჰქონდეს.
დათა პაპასთან გამოსამშვიდობებლად იყო ჩასული ექსპრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც, რომელმაც თქვა, რომ პაპა ჩვენი გაუტეხლობის და გამარჯვების სიმბოლოა. ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა კი მას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლო უწოდა.
დაკრძალვის დღეს ადგილზე არ გამოჩენილან სამთავრობო ლიდერები. გარდაცვლილს ისინი ფეისბუქპოსტებით დაემშვიდობენ. მანამდე საოკუპაციო ხაზთან შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იყო ჩასული.
დათა ვანიშვილი 19 მარტს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაპას ფილტვების ანთება ჰქონდა. მისი მდგომარეობა გასული წლის დეკემბერში დამძიმდა. დათა პაპას ცოლი, ვალია ვანიშვილი მაშინ ამერიკის ხმასთან სატელეფონო საუბარში ამბობდა, რომ მათთან რამდენჯერმე იყვნენ ექიმები ცხინვალიდან და ნემსი გაუკეთეს. დათა ვანიშვილის საქართველს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა ვერ მოხერხდა.
დათა ვანიშვილი არ აღიარებდა დე ფაქტო რესპუბლიკას და აცხადებდა, რომ საქართველოს მოქალაქეა და არ აპირებს საკუთარი სახლი დათმოს. ის საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ადამიანებსა თუ ვიზიტორებს მავთულხლართებიდან ეკონტაქტებოდა, რის გამოც ოკუპანტებმა არაერთხელ დააკავეს.
ნახეთ ვიდეო On.ge-ს არქივიდან:
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები