დათა პაპას დაკრძალვაზე ოკუპირებულ ხურვალეთში ჩასულმა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერები მასთან შესახვედრად სიამაყით მიჰყავდა. მისი თქმით, დათა პაპა ჩვენი გაუტეხლობის და გამარჯვების სიმბოლოა და მან სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოლა საქართველოს მთლიანობისთვის.

დათა პაპას ოკუპირებულ ხურვალეთში დაკრძალავენ. პოლიტიკოსები და მოქალაქეები მის დაკრძალვაზე ხურვალეთში ჩავიდნენ. საოკუპაციო ხაზის ორივე მარეს დათა პაპას გლოვობენ.

დათა ვანიშვილი 19 მარტს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაპას ფილტვების ანთება ჰქონდა. მისი მდგომარეობა გასული წლის დეკემბერში დამძიმდა. დათა პაპას ცოლი, ვალია ვანიშვილი მაშინ ამერიკის ხმასთან სატელეფონო საუბარში ამბობდა, რომ მათთან რამდენჯერმე იყვნენ ექიმები ცხინვალიდან და ნემსი გაუკეთეს. დათა ვანიშვილის საქართველს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა ვერ მოხერხდა.

დათა ვანიშვილი არ აღიარებდა დე ფაქტო რესპუბლიკას და აცხადებდა, რომ საქართველოს მოქალაქეა და არ აპირებს საკუთარი სახლი დათმოს. ის საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ადამიანებსა თუ ვიზიტორებს მავთულხლართებიდან ეკონტაქტებოდა, რის გამოც ოკუპანტებმა არაერთხელ დააკავეს.

ნახეთ ვიდეო On.ge-ს არქივიდან:

გაიგეთ მეტი: