სახლის ჭკვიანი სისტემები ახალი აღარ არის, მაგრამ რას იტყვით კბილის ჯაგრისზე, რომელშიც ხელოვნური ინტელექტია ჩაშენებული, ინტერაქტიულია და რაც მთავარია, თავის საქმეს სრულყოფილად ასრულებს?

Oral B IO სწორედ ასეთი ინოვაციური ელექტრონული კბილის ჯაგრისია და უახლეს ტექნოლოგიებს იყენებს. გარდა იმისა, რომ ჯაგრისით კბილის გახეხვა კომფორტულია, მასში მოთავსებულია სენსორი, რომელიც პროცესს აკვირდება და შესაბამის რჩევებს გვაძლევს. მაგალითად, სენსორი გვატყობინებს რამდენად თანაბრად ვიხეხავთ კბილებს და გამოგვრჩა თუ არა კონკრეტული ადგილი. მეტიც, კბილის ჯაგრისი იმასაც გვეუბნება, თუ რამდენად ზუსტად ვიყენებთ მას.

თქვენი განწყობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე კბილის ჯაგრისს 7 რეჟიმი აქვს. ეს შეიძლება იყოს ინტენსიური გამოხეხვისთვის, მგრძნობიარე ღრძილებისთვის, ან სულაც ენისთვის. ასევე, შეგიძლიათ ჩართოთ რეჟიმი, რომელიც სპეციალურად წინა და უკანა კბილებისთვის არის შემუშავებული.

მეტიც, კბილის ჯაგრისი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გამოხეხვის სტატისტიკას ადგენს და გატყობინებთ რამდენად კარგად უვლით კბილებს. იმ შემთხვევაში თუ კბილებს კარგად გამოიხეხავთ, კბილის ჯაგრისს აქვს ფუნქცია, რითაც კმაყოფილების ნიშნად "იღიმის", ხოლო თქვენი "სიზარმაცის" შემთხვევაში, მოწყენილი "გიყურებთ".

სტატისტიკის და მონაცემების მოყვარულებისთვის სპეციალური აპლიკაცია არსებობს, რითაც კბილის ჯაგრისს თქვენს სმარტფონთან დააკავშირებთ. სმარტფონით კი საჭირო სტატისტიკას გაეცნობით, რითაც ზუსტად გეცოდინებათ რამდენად კარგად უვლით კბილებს. ამ მონაცემებით თქვენს პროგრესს დააკვირდებით და გეცოდინებათ თუ რა და როგორ გააუმჯობესეთ ახალი კბილის ჯაგრისის გამოყენებით.

მნიშვნელოვანია, რომ Oral B IO-ის მოწყობილობა მრავალჯერადია და იმ შემთხვევაში თუ ჩოთქი გაცვდება, მისი შეცვლა ნებისმიერ დროს შეგეძლებათ.

ერთი სიტყვით, ის რაც ადრე ფანტასტიკა იყო, დღეს რეალობა გახდა. კბილის ჯაგრისი, რომელშიც ხელოვნური ინტელექტია ჩაშენებული, გიღიმით და კბილების გამოხეხვის პროცესს აკვირდება, უკვე არსებობს და მისი შეძენა ყველას შეუძლია.

რუბრიკის სპონსორია ტექნიკის მაღაზიათა ქსელი გრანდ ელექტრონიქსი. გრანდ ელექტრონიქსი SHARP-ის, TOSHIBA-ს, Mitsubishi Electric-ის, Midea-ს, Ardesto-ს, Warmhaus-ისა და სხვა პრემიუმ თუ დაბალბიუჯეტური ბრენდებით სახლის ტექნიკით აღჭურვასა და კომფორტის შექმნაში დაგეხმარებათ.

თქვენთვის სასურველი საოჯახო ტექნიკის ყიდვა შესაძლებელია გრანდ ელექტრონიქსის ხუთ ფილიალში: საბურთალოს სითი მოლის, ისთ ფოინთის, მეგალაინის სავაჭრო ცენტრებში და გლდანისა და ვარკეთილის ფილიალებში, აგრეთვე 24/7-ზე გრანდ ელექტრონიქსის ვებგვერდის საშუალებით.