ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ქართველ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

"დღეს, გამოვხატავ ჩემს პატივისცემას და ვულოცავ ქართულ მედიას ჟურნალისტიკის დღეს!

მადლობა, რომ რჩებით წინა ხაზზე გამოწვევების პერიოდში. ჩემი კოლეგები და მე პატივს გცემთ და ვაფასებთ თქვენს შრომას", — წერს ჰარცელი ტვიტერზე.

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.