პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ ქართული ოცნება დამოუკიდებელი, თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს გარანტია.

"უდიდესი პასუხისმგებლობაა, პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებით, მაღალი პროფესიული სტანდარტის დაცვით ემსახურო შენს ხალხსა და ქვეყანას.

ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის კი აუცილებელი წინაპირობა დამოუკიდებელი და თავისუფალი, პლურალისტური მედიაგარემოს არსებობაა, რასაც ჩვენი გუნდი — „ქართული ოცნება“ უდგას გარანტად", — ვკითხულობთ ღარიბაშვილის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების ლიდერები ბოიკოტს უცხადებენ რამდენიმე მედიასაშუალებას და მათთან ინტერვიუებსა და გადაცემებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. მათ არაერთხელ მიუმართავთ ჟურნალისტებისთვის აგრესიული და შეურაცხმყოფელი ტონით.

მაგალითად, თავად ღარიბაშვილმა პარლამენტში ვიზიტისას, როდესაც ჟურნალისტები მისთვის კითხვის დასმას ცდილობდნენ, ისინი დისკრიმინაციული ტერმინით მოიხსენია და თქვა, რომ "გიჟები არიან".

ჟურნალისტებს პროფესიული დღე ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემაც მიულოცა. თუმცა, ჟურნალისტების მიმართ კეთილგანწყობით არც დედაქალაქის მერი გამოირჩევა.

"ახალგაზრდა კაცი ხარ ტო, ცოტა ხო უნდა იაზროვნო" — ასე მიმართა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტს, როცა იგი თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და მისთვის კითხვის დასმას ცდილობდა.

საახალწლო ნაძვის ხისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ კითხვის საპასუხოდ კი მთავარი არხის ჟურნალისტს უთხრ — "სიგრძეც და სიგანეც ნაცებს გეყოფათ".

"ნუ ზონდერობ რა, ახალგაზრდა ბიჭიკო" — არასასურველი კითხვის საპასუხოდ მიმართ ჟურნალისტს მმართველი პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ. მან ფორმულას ჟურნალისტზე, ვახო სანაიაზე თავდასხმი ფაქტზე საუბრისას განაცხადა, რომ ჟურნალისტებისა და მედიის კრიტიკაზე უარს ვერ იტყოდა.

ვახო სანაიას სამი პირი მაშინ დაესხა თავს, როცა ოჯახის წევრებთან, მათ შორის არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. მას ტვინის შერყევ დაუდასტურდა. ჟურნალისტი ამ ფაქტს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ ეს გამოიწვია იმ "პროპაგანდამ", რაც კრიტიკული არხების მიმართ ხორციელდება.

"არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა", — ასე გამოეხმაურ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი და ქართული ოცნების ახალი სახე, მაკა ბოჭორიშვილი სანაიაზე თავდასხმას.

აშშ-ს საელჩომ კი მმართველ გუნდს მოუწოდა სანაიას საქმესთან ერთად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეებიც.

სწორედ ვახო სანაიაზე თავდასხმის შემდეგ მიმართეს მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ხელისუფლებას მანიფესტით, რომელშიც საუბარია მედიის მუშაობაზე იმ პირობებში, როცა მმართველი პარტია აგრესიითა და ბოიკოტით პასუხობს კრიტიკული მედიის კითხვებს. ხელმომწერები ფიქრობენ, რომ პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს ჟურნალისტებზე თავდასხმებს.

მანიფესტში ვკითხულობთ, რომ მმართველი პარტია აგრესიითა და ბოიკოტით პასუხობს კრიტიკული მედიის კითხვებს, მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოს კი პოლიტიზებულია და ცდილობს ცენზურა დაუწესოს მედიას.

მედიის მანიფესტს შეუერთდა On.ge-ც. გამოცემის რედაქტორმა, ხატია ღოღობერიძემ ისაუბრა პოლიციის მხრიდან უშუალოდ მის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზეც. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მმართველ პარტიას მიმართა, მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ მედიის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე.