დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი დოზა მოსახლეობის ნახევარმა, 26 მილიონ მეტზე ადამიანმა უკვე მიიღო.

ჯანდაცვის მინისტრის, მეტ ჰენკოკის განცხადებით, 19 მარტს იმაზე მეტი ადამიანი აიცრა, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს.,

"ვაქცინა — ქვეყნის წარმატების ისტორია და ჩვენი საშუალებაა, გამოვიდეთ პანდემიიდან. როცა დაგირეკავენ, გაიკეთეთ დოზა", — წერს მინისტრი ტვიტერზე.

ბრიტანეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო და Pfizer-ის ვაქცინა გამოიყენა. გუშინ AstraZeneca ვაქცინა გაიკეთა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა.