Space X მონდომებულია, რომ სხვა კოსმოსურ სააგენტოებთან თანამშრომლობით ადამიანი მარსზე გაგზავნოს. ცოტა ხნის წინ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა გიგანტური რაკეტის ფოტო ტვიტერზე ატვირთა, რომელიც სწორედ მარსის მისიაში გამოყენებისთვის შეიქმნა.

მასკის თქმით Booster 1 70 მეტრიანი პროტოტიპია, რომელსაც მეცნიერები საცდელად გამოიყენებენ. მასკი იმასაც ამბობს, რომ ბუსტერ 2 უკვე ფრენას შეძლებს.

Space X-ის მიზანია შექმნას ისეთი ბუსტერი, რომელიც ასტრონავტებს კოსმოსში გაუშვებს, შემდგომ კი უკან დაბრუნდება. მასკს უკვე უფრო ამბიციური გეგმები აქვს. მისი თქმით, Space X-მა შეიძლება კოსმოსიდან დაბრუნებული ბუსტერის გიგანტური მხრებით დაჭერა სცადოს.

აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ეს ბუსტერი მარსამდე არ ჩაფრინდება, რადგან წითელი პლანეტიდან უკან დასაბრუნებლად, დაბალი გრავიტაციის და თხელი ატმოსფეროს გამო, იგივე სიმძლავრის ამაჩქარებელი საჭირო არაა.

Starship-ის ხომალდი, რომელმაც ასტრონავტები უნდა გადაიყვანოს, მასკის თქმით წელს გამოიცდება, ამისთვის კი მას "სუპერ მძიმე ბუსტერი" ნამდვილად დასჭირდება.