ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთში, დედაქალაქთან ახლოს ფაგრადალსფიალის ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო. მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, ნაპრალის სიგრძე 500-700 მეტრია.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში ისლანდიაში 40 ათასი მიწისძვრა იყო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ფაგრადალსფიალმა მოქმედება.

ამოფრქვევა რეიკიანესის ნახევარკუნძულზე, რეიკიავიკიდან 30 კილომეტრში ადგლობრივი დროით 20:45 საათზე დაიწყო. ამ ეტაპისთვის ამოფრქვევა დიდი არაა და ლავის ნაკადი დიდი არაა. BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული ვულკანი ბოლოს 800 წლის ამოიფრქვა.

ეიაფიადლაიეკუდლის ვულკანის ამოფრქვევის გამო 2010 წელს ევროპაში საჰაერო მიმოსვლა შეჩერდა. თუმცა ახლა ვარაუდობენ, რომ დიდი რაოდენობით ფერფლი და კვამლი არ იქნება, ამირომაც ავიაცია არ დაზარალდება.