ზაფხულში, ტემპერატურის მატებასთან ერთად, ორგანიზმი სულ უფრო მეტ სითხეს კარგავს და წყლის საჭირო რაოდენობის არ მიღების შემთხვევაში გამომშრალ უდაბნოს ემსგავსება.

ფოტო: Turning the Word

ამბობენ, ადამიანმა დღეში მინიმუმ რვა ჭიქა წყალი უნდა დალიოსო, მართლა ასეა? რა თქმა უნდა, არა. ეს, ადამიანის ფიზიკური აღნაგობასა თუ გარემო ფაქტორებზეა დამოკიდებული, ამიტომ ზუსტად ვერავინ გეტყვით, ყოველდღიურად რამდენი ლიტრა წყალი სჭირდება თქვენს ორგანიზმს.

ფოტო: Planet Science

თუ მთელი დღის მანძილზე ოფისში გიწევთ ყოფნა და მუშაობა, იმდენივე წყალის მიღება, რამდენსაც ნებისმიერი სპორტსმენი ვარჯიშის დროს დალევდა, არ დაგჭირდებათ. ერთ ადგილზე ჯდომით არ კარგავთ იმ რაოდენობის სითხეს, რამდენსაც ფეხბურთელი ან კალათბურთელი დამღლელი სირბილის დროს. იმის გაგება თუ რამდენად საკმარის წყალს სვამთ ძალიან მარტივად, საკუთარი შარდის ფერით არის შესაძლებელი.

ფოტო: Extreme Natural Health News

როცა შარდი თითქმის გამჭვირვალეა, მაშინ წყლის საკმარის რაოდენობას აწვდით ორგანიზმს და ხშირად იმაზე მეტსაც ვიდრე საჭიროა.

ღია მოყვითალო ფერის შემთხვევაშიც ყველაფერი რიგზეა.

თუ შარდს მუქი ყვითელი ან მოყავისფრო ფერი დაჰკრავს, ორგანიზმში წყლის ბალანსის გასაკონტროლებლად, მეტი ყურადღება გმართებთ.

შარდს შეიძლება წითელი, სტაფილოსფერი, ვარდისფერი ან იასამნისფერი ფერიც ჰქონდეს, რასაც სხვა, გაცილებით სერიოზული დაავადებები იწვევს.

წყალი ორგანიზმისთვის ძალიან საჭიროა, მას ვერ ჩაანაცვლებს ვერც ყავა, ვერც ჩაი და ვერც ნატურალური წვენი, ასე რომ გახსოვდეთ, რაც უფრო მეტ წყალს მიიღებთ, მით უფრო ჯანსაღი იქნება თქვენი ორგანიზმი.