გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში ეროვნული ბანკი კონკურსს აცხადებს
ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოში გლობალური ფულის კვირეული 2014 წლიდან აღინიშნება. კვირეული ბავშვებსა და ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზებას ისახავს მიზნად. გლობალური ფულის კვირეული 2012 წლიდან ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით 170-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.
წელს კვირეული 22-დან 28 მარტის ჩათვლით აღინიშნება. კვირეულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ეროვნული ბანკისა და მისი ფინანსური განათლების პორტალთან - finedu.gov.ge ერთად კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. წლევანდელი კვირეულის დევიზია - გაუფრთხილდი საკუთარ თავს, გაუფრთხილდი საკუთარ ფულს (Take care of yourself, take care of your money).
კვირეულის ფარგლებში, ეროვნული ბანკი, საქართველოში მცხოვრებ 12-დან 18 წლის ჩათვლით მოზარდებისთვის აცხადებს კონკურსს თემაზე — ფული და ფულის სამყარო.
კონკურსის პირობები
- 22-დან 26 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, დღეში 2-ჯერ, 18:00 და 20:00 საათზე, ფინანსური განათლების ფეისბუქგვერდზე დაიდება თითო საკონკურსო ვიდეოშეკითხვა ფულისა და ფულის სამყაროს შესახებ ცალკე პოსტის სახით.
- შეკითხვებზე სწორი პასუხების მიხედვით, სულ გამოვლინდება 15 გამარჯვებული, რომელთაც ეროვნული ბანკისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.
"ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური განათლების დონის ამაღლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ეროვნული ბანკი, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობებს ახორციელებს. წლევანდელი ღონისძიებები, ტრადიციული ფორმატისგან განსხვავებით, ონლაინ განხორციელდება. გლობალური ფულის კვირეულის ღონისძიებები მოიცავს კონკურსს, ვიდეო გაკვეთილებს, ვებინარებს სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის, სოციალური მედიის საშუალებით საინფორმაციო ვიდეოების/პოსტების გავრცელებას და სხვა. წელს ეროვნულმა ბანკმა ახალგაზრდებს კონკურსი შესთავაზა, რაც მათ საშუალებას მისცემს ფულის ისტორიის, ქართული ლარის და საფინანსო სისტემის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ", — განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
კომენტარები