ISFED ქართულ ოცნებას ორგანიზაციაზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
სამართლიანი არჩევნები (ISFED) მმართველ პარტიას მოუწოდებს შეწყვიტოს ორგანიზაციაზე თავდასხმები და ძალისხმევა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ მიმართოს. ისინი ხმების პარალელური დათვლის (PVT) გაყალბების თაობაზე ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ კიდევ ერთხელ გამოთქმულ ბრალდებას გამოეხმაურნენ.
"ორგანიზაციითვის კატეგორიულად მიუღებელია მმართველი პარტიის თავმჯდომარის განუწყვეტელი მცდელობა, უსაფუძვლო ბრალდებებით ორგანიზაციის რეპუტაცია დააზიანოს. აღნიშნული მიზნად ისახავს სამართლიან არჩევნებზე ზეწოლას, ორგანიზაციის საქმიანობის პარალიზებას და არჩევნების დაკვირვების იდეის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას ემსახურება", — აცხადებენ ISFED-ში.
მათივე თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ამგვარი რიტორიკა შემთხვევითი არ არის და ის საზოგადოების ყურადღებას სახელმწიფოს წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, არასწორ მხარეს მიმართავს.
"სამართლიანმა არჩევნებმა არაერთხელ განმარტა და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ხმების პარალელურ დათვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ბოლო 18 წლის განმავლობაში ახორციელებს ხმების პარალელურ დათვლას მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. პროცესი სრულიად დამოუკიდებელია და დაცულია ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან. ამაზე მეტყველებს, წლების განმავლობაში, საზოგადოების მიერ გამოხატული ნდობა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა.
მიუღებელია, ხმების პარალელური დათვლის შედეგების დროს დაშვებული ტექნიკური შეცდომის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია. გამოვლენილ ხარვეზზე სამართლიანი არჩევნების მიერ პასუხისმგებლობის აღების უმაღლეს სტანდარტს წარმოადგენდა მისი გასწორება და აღმასულებელი მენეჯმენტის ცვლილება", — განმარტავენ ორგანიზაციაში.
ISFED-ის ხმების პარალელური დათვლა
2020 წლის 11 დეკემბერს ISFED-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტის მიხედვით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.
თავდაპირველად, 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ 45,8% აიღო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 26,4%. 11 დეკემბერს ISFED-ის მიერ გასწორებული მონაცემების მიხედვით კი, ქართულმა ოცნებამ 47,6%, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 27,4% აიღო, რაც ცდომილების ზღვარის გათვალისწინებით, ცესკოს მონაცემებთან უფრო ახლოსაა. ცესკოს დათვლით, ქართულმა ოცნებამ ხმების 48,22%, ნაციონალურმა მოძრაობამ კი — 27,17% მიიღო.
მიმდინარე წლის 29 იანვარს, ISFED-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხელახლა გადაითვალეს საპარლამენტო არჩევნების 850 PVT უბანი და აღმოჩნდა, რომ შემაჯამებელი ოქმებში მეტობით დისბალანსი 8%-ს შეადგენდა. მათი განცხადებით, ოქმებში დისბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციამ უმეტესწილად კენჭისყრის დღის შემდეგ გაასწორა.
გაიგეთ მეტი:
- დადასტურდა, რომ მონაცემების დამუშავებისას შესწორების ოქმები არ გაითვალისწინეს და არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელეს — ცესკო ISFED-ზე
- ძალიან მიხარია კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რასაც არჩევნების შემდეგ ვამბობდი — ნიჟარაძე ISFED-ზე
- გადავითვალეთ ყველა PVT უბანი და შემაჯამებელი ოქმების 8%-ში იყო მეტობა — ISFED
- გადათვლაზე უარი თქვეს, იცოდნენ, რომ PVT ცესკოს მონაცემებს ემთხვეოდა — კობახიძე ოპოზიციაზე
- ითხოვდნენ ჟვანიას გადადგომას და ნიჟარაძე გადადგა — მდინარაძე
- "საზოგადოებასთან კომუნიკაცია დაგვიანებული იყო" — ISFED-ის გამგეობა ნიჟარაძის გადადგომაზე
- რატომ იყო ხარვეზი ISFED-ის პარალელურ დათვლაში და ვინ არის პასუხისმგებელი — გამგეობის განმარტება
- ელენე ნიჟარაძე ISFED-ის დირექტორი აღარ არის
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები