რამდენიმე დღის წინ ნეთფლიქსმა Stranger Things-ის მეორე სეზონის პირველი თიზერი გაავრცელა.

დღეს კი საშუალება მოგვცეს შოუს დაწყებამდე რამდენიმე ფოტოც გვენახა:

ფოტო: Courtesy Netflix

როგორც უკვე ვიცით, შოუს მეორე სეზონი ივლისში დაიწყება და ახალ ეპიზოდებში ძველი პერსონაჟების გარდა რამდენიმე ახალსაც ვიხილავთ.

“პირველ სეზონში ჩვენ ვნახეთ, რომ ბრენერის პერსონაჟს თავს ესხმის მონსტრი, შემდეგ კი ისინი ერთიანდებიან. ვფიქრობთ, რომ ეს პერსონაჟი უფრო მეტ დროს იმსახურებს შოუში, ამიტომ დიდი ალბათობით, მას შემდეგ სეზონშიც ვნახავთ”, - ამბობს შოუს ერთ-ერთი შემქმნელი მეთ დიფერი.

იგეგმება უკვე ნაცნობი ისტორიის გავრცობაც.

"პირველ სეზონში სიუჟეტი ფაქტობრივად ერთი კვირის განმავლობაში ვითარდება. ეს კი ძალიან ცოტა დროა იმისთვის, რომ ყველაფერი განმარტო. ჩვენ გადავწყვიტეთ, მეორე სეზონში განვავრცოთ და უფრო გასაგები გავხადოთ ის, რაც პირველ სეზონში მოხდა", - ამბობს რეჟისორი.

აღსანიშნავია ისიც, რომ სერიალის მეორე სეზონში ძველ პერსონაჟებს სამი ახალი გმირი - მაქსი, ბილი და რომანი დაემატებათ.