პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის თქმით, ახალციხელი ექთნის გადასარჩენად "ყველაფერი გაკეთდება.

"ქალბატონი, რომელიც არის 28 წლის, კლინიკაში შემოყვანილია საათ-ნახევრის წინ ახალციხის კლინიკიდან. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე. იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ჰემოდინამიკა არასტაბილურია. მინდა გითხრათ, რომ ჩატარებულია ყველა კვლევა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. მიმდინარეობს დამატებითი კვლევებიც და მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად", — განაცხადა რატიანმა

დღეს, 18 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალციხეში ექთანი AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია ჰქონდა.

ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და NCDC-ის დირექტორმა აღნიშნეს, რომ, შესაძლოა, ეს იყოს ვაქცინის გვერდითი ეფექტი, თუმცა ამის დასადგენად მიმდინარეობს კვლევა. მათივე თქმით, ექსპერტები იმსჯელებენ და შესაძლოა, რომ ასტრაზენეკათი ვაქცინაციის პროცესი შეჩერდეს.

გაბუნიამ აღიშნა ისიც, რომ ასტრაზენეკას ვაქცინას მსგავს გვერდით რეაქცია აქვს უკვე დაფიქსირებული — ბრიტანეთის მონაცემებით, 5 მილიონი შემთხვევიდან 41 იყო მსგავსი ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია. მანვე აღნიშნა, რომ ვაქცინის რისკი მის სარგებელთან შედარებით ყოველთვის ნაკლებია.

ამავე თემაზე: