ისრაელში მკვლევრების გუნდმა ხელოვნურად შექმნილ საშვილოსნოში თაგვის ემბრიონი 12 დღის მანძილზე შეინახეს, რაც ცხოველის ორსულობის პერიოდის ნახევარია.

იგივე მეთოდი, რომელიც Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია აღწერილი, შეიძლება ადამიანის ემბრიონებისთვისაც იქნეს გამოყენებული. თუმცა, ადამიანური ემბრიონის ხელოვნურ პირობებში გაზრდის საკითხის გარშემო ეთიკური დებატია.

"იგივეს გამეორება სხვა სახეობებისთვისაც შეიძლება", — ამბობს ვეისმანის მეცნიერების ინსტიტუტის მკვლევარი ჯეიკობ ჰანა. "ვიმედოვნებ, რომ მეცნიერებს ადამიანის ემბრიონის 5 კვირის ასაკამდე გაზრდა შეეძლებათ".

ჰანას თქმით, ხელოვნურად გაზრდილი ემბრიონის ქსოვილის გამოყენება სამედიცინო დანიშნულებისთვისაც შეიძლება. ქსოვილის, რომელიც სხვაგვარად აბორტირებული ნაყოფებიდან მოიპოვება.

ემბრიონები 12 დღის შემდეგ მოკვდნენ, რაც პლაცენტის არ-არსებობის გამო მოსალოდნელი იყო. თუმცა, შუშის ჭურჭელში ემბრიონის ხილვა მაინც შთამბეჭდავი იყო.

ექსპერიმენტის ადამიანის ნაყოფზე გამეორება ცოტა რთული ეთიკური საკითხია. 5 კვირიანი ემბრიონს ადამიანისთვის სახასიათო ნიშანთვისებები, თავი და კიდურები უვითარდება. ამის ალტერნატივად, მეცნიერები ადამიანური ემბრიონის 40 დღემდე გაზრდას ემხრობიან. თუმცა, უმეტეს ქვეყნებში, ადამიანის ემბრიონის 14 დღეზე მეტით გაზრდა აკრძალულია.

ამის ალტერნატივად შესაძლებელია, რომ მეცნიერებმა სინთეტური ემბრიონები, კანის და ღეროვანი უჯრედებიდან გაზარდონ.

ჰანას თქმით, ადამიანური ემბრიონის 5 კვირამდე გაზრდა ფასდაუდებელი იქნება მეცნეირებისთვის. მისი თქმით, მკვლევრებმა შეიძლება გენმოდიფიცირებული ემბრიონები გამოზარდონ, რომლებსაც გულისცემა არ ექნებათ, რაც ეთიკურ წნეხს მნიშვნელოვნად შეამცირებს.