სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ პაშინიანის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ განცხადებას ის Facebook-ზე აქვეყნებს.

"რამდენიმე წუთის წინ შედგა ჩემი შეხვედრა წარმატებული სომხეთის ხელმძღვანელთან გაგიკ ცარუკიანთან. შეხვედრაზე დავაფიქსირეთ, რომ საშინაო პოლიტიკური სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია" ,— წერს ფაშინიანი.