პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 28 მარტს საქართველო- ესპანეთის საფეხბურთო მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან.

"28 მარტს, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს, დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით!", — წერს პრემიერმინისტრი ფეისბუქგვერდზე.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით თამაშზე დაშვებული ქინება გულშემატკივართა 30%.

თამაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ტარდება.