ჰუბრეხტის და უტრეხტის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ღეროვანი უჯრედების გამოყენებით პატარა საცრემლე ჯირკვლები გამოზარდეს. კვლევა ჟურნალ Cell Stem Cell-ში გამოქვეყნდა და აქ ნათქვამია, რომ მკვლევრებს ე.წ. ორგანოიდებისთვის ბრძანების მიცემა და მისი "ატირება" შეუძლიათ.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ცრემლის წარმოქმნის უკეთ გასააზრებლად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კვლევები მომავალში თვალის დაავადებების მკურნალობას გაგვიადვილებს. საუბარია ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა მშრალი თვალის პრობლემები, საცრემლე ჯირკვლების კიბო და სხვა.

"საცრემლე ჯირკვლების პრობლემა ბევრ ადამიანს აქვს. მნიშვნელოვანია, რომ მომავალში მსგავსი ორგანოიდების ადამიანებისთვის გადანერგვაც შეგვეძლება." — ამბობენ მკვლევრები.

ორგანოიდები ინ ვიტროდ, 3D სუსპენზიაში იწარმოება. ესაა ღეროვანი უჯრედები, რომელიც საცრემლე ჯირკვლების წარმოქმნით მრავლდება და ზედა ქუთუთოს შიგნით მდებარეობს.

ნიდერლანდებში განვითარებული ლაბორატორიული საცრემლე ჯირკვლები დამზადებულია ადამიანის კონკრეტული ჯირკვლისგან, რომელიც ქიმიურ სტიმულაციაზე რეაგირებს.

მეცნიერების თქმით, ისინი კვლევის გაგრძელებას და საცრემლე ჯირკვლების კიდევ უფრო განვითარებას გეგმავენ. ამით უფრო მეტი გვეცოდინება თუ როგორ წარმოიქმნება ცრემლი და რამდენად განუყოფელი ნაწილია ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.