საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2020 წლის IV კვარტალში, საშუალო ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით კაცებისა უფრო დიდი იყო, ვიდრე ქალების.

"2020 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.3 ლარით, ხოლო კაცების — 1 581.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 3,8 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 11,7 ლარით. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს", — წერია საქსტატის განცხადებაში.