ალდაგმა სახლის ახალი დაზღვევა შექმნა. დღეიდან მხოლოდ ალდაგშია შესაძლებელი დააზღვიოთ სახლის რემონტი, კარკასი და შიგთავსი და ასევე, სახლთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები.

ალდაგის სახლის განახლებული დაზღვევით შესაძლებელია:

  • რემონტის თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნება;
  • სახლში არსებული ნივთების, კომპიუტერული ტექნიკის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო ნივთების ღირებულების ანაზღაურება;
  • სახლის კარკასის აღდგენა, თუ ის დაზიანდა სადაზღვევო შემთხვევის დროს;
  • მეზობლის სახლის რემონტი, თუ ის თქვენი მიზეზით დაზიანდა;
  • გაქირავებული სახლის აღდგენა, თუ ის მდგმურმა დააზიანა;
  • აუნაზღაურებელი შემოსავლის მიღება, თუ სახლში მომხდარი სადაზღვევო შემთხვევის გამო, ბინა ვეღარ გააქირავეთ;

"დაზღვევის სფეროში არსებული 30-წლიანი გამოცდილება ახალ პროდუქტში ავსახეთ. ახალი პროდუქტი ერგება პრაქტიკულად ყველა შესაძლო სიტუაციას, რაც არ უნდა მოხდეს სახლში, ამიტომ ვთვლით, რომ სახლის მფლობელის/მობინადრის სიმშვიდისა და კომფორტისთვის ეს არის საუკეთესო პროდუქტი, რომელიც მათ მოულოდნელი ხარჯებისგან გაათავისუფლებს", — აცხადებენ ალდაგში.

სახლის დაზღვევა ფარავს შემდეგ რისკებს: დატბორვა, ხანძარი, ქურდობა, ვანდალიზმი, აფეთქება, მიწისძვრა, მეხის დაცემა, ბუნებრივი კატაკლიზმები. ასევე დაფარულია მეიჯარისა და მოიჯარის პასუხისმგებლობები, საიჯარო შემოსავლის დაკარგვა და მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობები.