პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ისინი ემიჯნებიან "პოლიტიკური პლაკატებისკენ" სროლას. იგი ნაციონალური მოძრაობის ოფისის მიმართულებით სროლას გამოეხმაურა.

"პოლიტიკური შეფასება თუ გაინტერესებთ, თვალებში გიყურებთ და კარგად ხვდებით, რომ ქართულ ოცნებას არაფერში სჭირდება პლაკატებისკენ სროლა. ყოველ შემთხვევაში, არც ერთი პოლიტიკურ ლიდერი ქართულ ოცნებაში ამას მხარს არ დაუჭერდა", — აღნიშნავს თალაკვაძე.

ამასთან, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ თავის ოფისს თვითონ ესროლა.

ენმ-ს განცხადებით, ოფისის კედელზე ჩამოკიდებულ ნიკა მელიას ბანერს დღეს თეთრი ქამრიდან ესროლეს. მათი განცხადებით, რამდენიმე გასროლა განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.