რაც დრო გადის, ადამიანებს ფიზიკური მოძრაობა სულ უფრო ნაკლებად უწევთ. ერთი შეხედვით ამაში საგანგაშო არაფერია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მოძრაობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. "უძრაობა" კორონავირუსის პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა ჩაკეტვებმა კიდევ უფრო გაამძაფრა.

დისტანცირება და თვითიზოლაცია ბოლო ერთი წელია ადამიანებისთვის რუტინად იქცა. უამრავი სამსახური დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო ნაკლებს ვმოძრაობთ და დროს ძირითადად სახლში ვატარებთ.

შეიძლება მთელი დღე გავიდეს და ადამიანმა ძირითადი დროის ნაწილი სამუშაო მაგიდასთან, კომპიუტერთან და ტელევიზორთან უმოძრაოდ ჯდომაში გაატაროს. ადამიანებს ხშირად გვიჭირს ამის კონტროლი და ერთ ადგილზე ჯდომაში საათები გვეპარება.

სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად ახალი მოწყობილობა შეიქმნა, რომელიც ადამიანის სხეულს აკვირდება და ზედმეტი უძრაობის შემთხვევაში, გამაფრთხილებელ შეტყობინებას გამოსცემს. ინოვაციური ტექნოლოგია პიეზოელექტრულ ენერგიაზე მუშაობს და მისი შემქმნელები, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მკვლევრები არიან.

მოწყობილობის იდეა მარტივია. როდესაც ადამიანი მოძრაობს, სენსორი მიკროკონტროლერს ამას ატყობინებს და ეს კომპიუტერზე ისახება. სენსორს არც უძრაობა ეპარება და მასაც აღრიცხავს.

"სენსორი მოცულობით მცირეა, მისი სხეულზე მოთავსება მარტივი და კომფორტულია. ის უკვე მუშაობს, მაგრამ ჩვენ მის დახვეწას კიდევ ვფიქრობთ." — ამბობენ შემქმნელები.

სენსორი სულ მალე გაყიდვაში ჩაეშვება. ახალი ტექნოლოგია სახლში ყოფნისას ყოველთვის დაგვაკვირდება და გვეტყვის თუ როდის არის მოძრაობა აუცილებელი.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში სხეული ყოველთვის ტონუსში გვექნება. არ არის აუცილებელი უძრაობა კისრის და წელის ტკივილმა გვამცნოს, ამისთვის უკვე ტექნოლოგიები არსებობს. ტექნოლოგიები ამას არა ტკივილის და ქსოვილების დაზიანების სახით, არამედ უბრალო ხმოვანი შეტყობინებით გვამცნობენ.

ერთი სიტყვით, სულ მალე ჩვენი სახლში ყოფნა უფრო "უსაფრთხო" იქნება. გვეცოდინება როდის ვმოძრაობთ ნაკლებს და რა უნდა შევცვალოთ.

რუბრიკის სპონსორია ტექნიკის მაღაზიათა ქსელი გრანდ ელექტრონიქსი. გრანდ ელექტრონიქსი SHARP-ის, TOSHIBA-ს, Mitsubishi Electric-ის, Midea-ს, Ardesto-ს, Warmhaus-ისა და სხვა პრემიუმ თუ დაბალბიუჯეტური ბრენდებით სახლის ტექნიკით აღჭურვასა და კომფორტის შექმნაში დაგეხმარებათ.

თქვენთვის სასურველი საოჯახო ტექნიკის ყიდვა შესაძლებელია გრანდ ელექტრონიქსის ხუთ ფილიალში: საბურთალოს სითი მოლის, ისთ ფოინთის, მეგალაინის სავაჭრო ცენტრებში და გლდანისა და ვარკეთილის ფილიალებში, აგრეთვე 24/7-ზე გრანდ ელექტრონიქსის ვებგვერდის საშუალებით.