Samsung-ში ამბობენ, რომ 2021 წელს ორი ფლაგმანის გამოშვება რთული იქნება. "Note-ის სერია, ჩვენ ბიზნეს პორტფოლიოში უმაღაღლესი ხარისხის მოდელია", — განაცხადა სამსუნგის წარმოამდგენელმა, დიჯეი კოჰმა. "წელს ორი ფლაგმანის გამოშვება შეიძლება დიდი წნეხი აღმოჩნდეს. შესაძლოა Note-ის გაყიდვა უფრო გვიან დავიწყოთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს შემდეგი წლისთვის გადავიყვანოთ".

განცხადება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც Samsung-მა ცოტა ხნის წინ "განგაში" გამოაცხადა, რომ მსოფლიოში ნახევარგამტარების გლობალური ნაკლებობაა. მიუხედავად ამისა, Note-ის გვიან გამოშვების გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, ამ პრობლემას არ უკავშირდება.

Galaxy Note-ის, როგორც ცალკე მოდელის მომავალი ბუნდოვანია, რადგან Samsung-მა წელს მიანიშნა, რომ Note-ის სახასიათო ელექტრონულ კალამს (stylus) სხვა სმარტფონებსაც მოარგებს. მომავალში შეიძლება Samsung-ის სხვა მოდელები ვიხილოთ, სადაც Note-ის ფუნქციონალობა და მახასიათებლები იქნება ინტეგრირებული.