გრეის ანატომიის მაყურებელმა და ონჯის მკითხველმა უკვე იცის, რომ მე-17 სეზონში მოწვეულ მსახიობად სარა დრიუ ბრუნდება, რომელიც სეზონების განმავლობაში ექიმი ეიპრილ კეპნერის როლს ასრულებდა და მაყურებლის ერთ-ერთ საყვარელი პერსონაჟი შექმნა.

დრიუმ ინსტაგრამზე გრეის ანატომიის გადასაღებ მოედნიდან ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც მსახიობთან, ჯესი უილიამსთან ერთადა. ჯესი სერიალში ჯექსონ ეივერის როლს ასრულებს. პერსონაჟები განქორწინებული წყვილია, რომელთა დაშორებითაც შონდამ უამრავ გულშემატკივარს დასწყვიტა გული.

კეპნერის იუმორი დრიუმ ფოტოს აღწერაშიც გადმოიტანა: "სულაც არ მიხარია", — დაასათაურა მან.

გადასაღები მოედნის ფურგონიდან ვიდეო გამოაქვეყნა უილიამსმაც:

უცნობია, რამდენ სერიაში ვიხილავთ ექიმ კეპნერს, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მე-17 სეზონის დასასრულამდე კიდევ ბევრ მონატრებულ პერსონაჟს ვიხილავთ. სეზონის პირველ ნაწილში მაყურებელი პეტრიკ დემპსის გამოჩენით, შემდეგ კი ტ.რ. ნაითით გააოცა.