მარველმა უახლესი ქვიარ გმირი წარადგინა, რომელიც კომიქსების სერიაში — კაპიტანი ამერიკას შეერთებული შტატები გამოჩნდება.

სერიის ავტორი კრისტოფერ ქენთველი იქნება, ილუსტრაციებზე კი დეილ იგლშემი იმუშავებს. ახალი LGBTQ+ გმირის, აარონ ფიშერის შემქმნელები ჯოშუა ტრუჰო და ჯენ ბაზალდუა არიან. სუპერგმირის სახელი რკინიგზის კაპიტანი ამერიკა იქნება და მას შემდეგ აღმოაჩენენ, რაც წინა ოთხი კაპიტანი — სტივ როჯერსი, ბაკი ბარნსი, ჯონ უოლკერი და სემი უილსონი კაპიტანი ამერიკას მოპარული ფარის საძიებლად გაემართებიან. ისინი მოგზაურობისას არაერთ "კაპიტან ამერიკას" გადააწყდებიან, რომლებიც საკუთარი სოციუმის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ.

აარონ ფიშერის ერთ-ერთმა შემქმნელმა ჯენ ბაზალდუამ ახალ პერსონაჟზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოხარულია ისეთი პერსონაჟის შექმნით, რომელიც საზოგადოებისთვის უხილავი ადამიანების დახმარებას ცდილობს.

"პერსონაჟის შექმნა დიდი სიამოვნება იყო. მე, როგორც ტრანსგენდერი ადამიანი, ბედნიერი ვარ, რომ ღიად გეი პერსონაჟზე მუშაობის შესაძლებლობა მომეცა, რომელიც კაპიტან ამერიკას სახელით ბოროტებას ებრძვის და იმ ადამიანების დახმარებას ცდილობს, რომლებიც საზოგადოებას არ ადარდებს. კაპიტანი სუპერძალების მქონე არსებებს ებრძვის, აარონი კი პრობლემებით დახუნძლული, მარტოსული ადამიანების დახმარებას ცდილობს და მათ ყოველდღიურ გასაჭირზე ფიქრობს. იმედი მაქვს, საბოლოო პროდუქტი ყველას მოეწონება", — აღნიშნა ბაზალდუამ.

კომიქსების მინისერია 5 ნაწილისგან შედგება და პირველი გამოცემა 2 ივნისს გამოვა.