საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოწოდებას, ეკლესია მხარში დაუდგეს ვაქცინაციის პროცესს, სინოდის განჩინებით პასუხობს.

დეკანოზი სინოდის განჩინებაზე მიუთითებს, რომელშიც სასულიერო პირები მიესალმებიან, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და არა სავალდებულო.

"ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა", — აღნიშნავს ჯაღმაიძე.

ვაქცინაციასთან მიმართებაში ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეისათვის...

Posted by Andria Jagmaidze on Wednesday, 17 March 2021

გუშინ, 16 მარტს ონლაინპრესკონფერენციის დროს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ეკლესიას სთხოვა, რომ ვაქცინაციის პროცესში გვერდში დაუდგნენ. მისივე შეფასებით, ხშირად მოქალაქეებს ექიმებზე მეტად სასულიერო პირების სჯერათ.