ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის გადაცემა განსხვავებული აქცენტები ორი თვეა ეთერში არ გადის. როგორც მან On.ge-ს განუცხადა, ის ეთერს განახლებული ფორმატით უბრუნდება.

ეკა კვესიტაძის თქმით, ახალი გადაცემა ეთერში 27 თებერვლიდან, კვირაში ერთხელ, ყოველ ორშაბათს, 21:45 საათზე გავა. გადაცემის სახელი კვლავ განსხვავებული აქცენტები იქნება, თუმცა მას ექნება Hard talk-ის ფორმატი, რაც გადაცემის ერთ სტუმართან პირისპირ, სიღრმისეულ ინტერვიუს გულისხმობს.