საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში კაცს ბავშვთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა, რის შესახებაც არასრულწლოვნის ოჯახმა გაიგო და ძმამ ბავშვს სცემა. უწყების ინფორმაციით, 25 წლის კაცი დაკავებულია ოჯახის არასრულწლოვან წევრზე ძალადობის, ხოლო 26 წლის კაცი — 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით.

"გამოძიებით დადგინდა, რომ თელავის მუნიციპალიტეტში ა.ნ.-ს სქესობრივი კავშირი ჰქონდა 2006 წელს დაბადებულ არასრულწლოვანთან. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა არასრულწლოვნის ოჯახის წევრებისთვის, რის შემდეგაც გოგონაზე ძმამ რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა", — აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.