მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი, ანა დოლიძე ახალ დამოუკიდებელ პოლიტიკურ პარტიას ქმნის.

"გადავწყვიტე, დღეიდან, მოძრაობა ხალხისთვის შექმნიდან ერთი წლის თავზე, დავიწყო კონსულტაციები შესაბამისი ფასეულობების, ხედვისა და კომპეტენციის პირებთან ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად, რომელიც შეძლებს ამ მთავარი დაკვეთის შესრულებას — ესაა სამართლიანი და საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ პროფესიონალთან ერთად, რომელიც იზიარებს ამ ფასეულობებს, სწრაფი ნაბიჯით წავალთ წინ ამ მიზნისკენ", — აცხადებს ანა დოლიძე.

მისივე თქმით, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში 2020 საპარლამენტო არჩევნებმაც აჩვენა, რომ დამოუკიდებელ და მებრძოლ ხმაზე ქართულ პოლიტიკაში სახალხო დაკვეთა არსებობს.