ქართველ მუსიკოსს, რომელსაც წლის აღმოჩენა უწოდეს, ბრიტანული ჟურნალი მსოფლიოს აცნობს
ბრიტანული გამოცემა, NME, იგივე New Musical Express, ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსზე, ნათია ჭიჭინაძეზე წერს, რომელსაც მელომანები სასცენო სახელით Creams იცნობენ.
"როცა საქართველოში იზრდები — ევროპისა და აზიის საზღვარზე მდებარე პოლიტიკური დაძაბულობით მოცულ ქვეყანაში — მუსიკის შექმნის იდეა ძვირფასი ქვასავით ხელმიუწვდომელია, ყოველ შემთხვევაში Creams-სთვის, 25 წლის სოლო შემსრულებელ ნათია ჭიჭინაძისთვის", — წერს მუსიკის მიმომხილველი ბრიტანული ჟურნალი.
მიუხედავად იმისა, რომ ნათია მუსიკასთან კავშირს ყოველთვის გრძნობდა და პოსტსაბჭოთა პერიოდში მცხოვრები ყველა ბავშვივით მუსიკალურ სკოლაში დადიოდა, მას არასდროს უფიქრია, მუსიკა კარიერად ექცია.
"მუსიკა მიყვარს და მსურდა, რაღაც მესწავლა, თუმცა, ვერ ვხვდებოდი, როგორ ახერხებდნენ, რომ ეს ყველაფერი ასეთ მოსაწყენად ექციათ", — იხსენებს ნათია, — "ხუთიდან ორი ნაცნობი ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობდა და მათ ეს სძულდათ".
მომღერლის თქმით, მოტივაციაზე აისახა მისი მასწავლებლების აზრიც, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მუსიკის შექმნით იგი "ვერაფერს იშოვიდა".
საბოლოოდ, მუსიკისადმი საკუთარი სიყვარულის პოვნაში ნათიას ჟურნალების ფურცვლა და კასეტების ყიდვა დაეხმარა. იგი განსაკუთრებით მოხიბლული იყო ადრეულ 2000-იანებში გამოსული ალბომების გარეკანებით. მომავალმა მომღერალმა სწორედ მათი საშუალებით გაიაზრა, რომ მოსწონდა "როგორ გამოიყურებოდნენ, როგორ ეცვათ და, შემდეგ როგორ მღეროდნენ" ეს ხელოვანები. ნათიას თქმით, ეს მისთვის სრულიად ახალი სამყარო იყო.
ახალი სამყაროს შეცნობა იმ ხალხთან შეხვედრით გაგრძელდა, ვინც მას ისეთი ხელოვანები გააცნო, როგორებიც ბიორკი, პრინსი, პატი სმითი, პიჯეი ჰარვი, ფრენკ სინატრა და სხვები არიან. მოგვიანებით, სწორედ ამ ეკლექტურმა გემოვნებამ იქონია გავლენა, როცა ნათიამ მოზარდობისას თავად დაიწყო მუსიკის შექმნა.
მე-15 დაბადების დღეზე მომავალმა მომღერალმა მშობლებისგან iPod მიიღო საჩუქრად. სწორედ ამ გაჯეტში ჩაწერილი მუსიკის შემქმნელი პროგრამა GarageBand-ით დაიწყო დიდი მოგზაურობა.
ნათია პირველად მშობლიურ ბათუმში გამოვიდა აუდიტორიის წინაშე. ქალაქის ზღვასთან სიახლოვემ და ანდერგრაუნდ ღამის კლუბების ენერგიამ ახალგაზრდა მუსიკოსის შემოქმედებითობა კიდევ უფრო გააღვივა. ზღვისპირა ქალაქის უჩვეულო კლიმატი და ამინდის მონაცვლეობა კი, გარკვეულწილად, ხელოვანის შინაგანი მდგომარეობის და ხასიათის ცვალებადობის მეტაფორად იქცა.
თუმცა, შთაგონების წყარო მხოლოდ გარემო არ ყოფილა. შემოქმედებაში მეგობრების და პირადი ურთიერთობების სახეცვლილი გავლენაც აისახა.
2019 წელს ახალი პროექტიც დაიბადა. პროექტისთვის, რომელსაც Creams ეწოდა, ნათია თავადვე წერს, ასრულებს და უშვებს სიმღერებს. პირველი სიმღერების, DIE 4 U და RUN-ის იუთუბზე ატვირთვის შემდეგ ახალბედა პროექტმა ყურადღება მიიქცია. 2020 წელს NME-მა მუსიკოსი "წლის 100 აღმოჩენას" შორის დაასახელა.
ჩანაწერების სადებიუტო კრებულს — SLEEP ON ME — რომელშიც 4 სინგლია შესული, მომღერლისთვის სხვა შინაარსობრივი დატვირთვაც აქვს და იგი ერთგვარი სიმბოლოებითაა გაჯერებული, რომელიც მსოფლიოს გამოღვიძებისა და გაფრთხილების მიღებისაკენ მოუწოდებს. ნამუშევრებში ასახულია ის იმედგაცრუებაც, რომელსაც საქართველოში მცხოვრები ბევრი ახალგაზრდა გრძნობს. საინტერესოა ისიც, რომ კრებულში შესული სიმღერები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასაც ეხმიანება.
"პატარა და ძალიან პოლიტიკური ქვეყანაა, ამიტომ ამ ბნელ სიტუაციაში ყოფნის გამო სხვა გზა არც არსებობს", — ამბობს ნათია და აღნიშნავს, რომ მას გაუმართლა, როცა საერთაშორისო აღიარების მოპოვება ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე მოახერხა.
სტატიაში აღნიშნულია 2018 წლის მაისში, თბილისში განვითარებული მოვლენებიც, როცა პოლიციის რეიდების შემდეგ კლუბები — ბასიანი და გალერი — 11 დღით დაიკეტა.
"ყველამ ვიცით, რომ ბავშვების მოტყუება 'ტეხავს', და ყველა პრობლემის თავი თანამდებობის პირები არიან", — ამბობს ნათია, — "ისინი შლიან წვეულებას".
მუსიკოსს, რომელიც ოთხ ენაზე საუბრობს, ჯერჯერობით სასცენო სახელით არ შეუსრულებია ლაივ-პერფორმანსი, თუმცა, მისი თქმით, სცენაზე საკუთარი სამყაროს გაცოცხლება და თავისი ქვეყნის პრობლემების შესახებ საუბარი საინტერესოა.
"ისეთ კონსერვატიულ საზოგადოებაში, როგორიც დღეს საქართველოშია, კლუბის მფლობელობა, მასში წასვლა და ქვიარკულტურაზე ან თავისუფლებაზე საუბარი ჰუმანური ქმედებაა", — ამბობს ახალგაზრდა მომღერალი, — "ეს სარისკოცაა და ამიტომ ცდილობს ჩვენი მთავრობა, გაგვაკონტროლოს — ახალგაზრდები მაინც".
Creams-ის მუსიკა სწორედ ამ გამოცდილებას ასახავს და მსმენელს თავდაჯერებულობისა და მხნეობისკენ მოუწოდებს. ბრძოლა კიდევ ერთი ფაქტორია, რაც ნათიასთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.
"როცა რაღაც არ მომწონს, ჩუმად ვერ ვიქნები", — დასძენს მუსიკოსი.
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
კომენტარები