გუდაურში 609 ათასი დაიხარჯა ე.წ. გადასახედის მოწყობისთვის, რომელიც სათანადოდ არ ფუნქციონირებს — აუდიტი
აუდიტის ანგარიშის თანახმად, გუდაურში ე.წ. გადასახედის ნაგებობის რეაბილიტაციისთვის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან 609 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა ინფრასტრუქტურა სათანადოდ არ ფუნქციონირებს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტშია საუბარი.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კეთილმოწყობის სამუშაოები მოიცავდა ნაგებობის მოზაიკის აღდგენას, განათების მონტაჟს, ტერიტორიის ბაზალტის ქვაფენილით მოპირკეთებას, საპარკინგე და საინფორმაციო ადგილების მოწყობას, ასევე სხვა კეთილმოწყობის სამუშაოებს, რაც 2018 წელს დასრულდა და რომლის ღირებულებაც 563,1 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისთვის ავტომატური დაშვებისა და გადახდის სისტემა მოაწყო, რომლის ღირებულებაც 45,9 ათასი იყო.
აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზანი იყო ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო გადახდის ტერმინალების მოწყობით, მუნიციპალიტეტი გეგმავდა ვიზიტორებისაგან დამატებით შემოსავლის მიღებას.
როგორც აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტი სათანადოდ არ ფუნქციონირებს, კერძოდ: შესვლისა და გადახდის სისტემა არ გამოიყენება, მოწყობილი ინფრასტრუქტურა მოუვლელია. ობიექტიდან არ არის გატანილი სამშენებლო ნარჩენები (ხრეში), ზოგიერთ ადგილზე დაზიანებულია ქვაფენილი, დაჟანგულია გარე განათების ბოძები და სხვ.
სახელმწიფო აუდიტში ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ობიექტის დასრულებიდან გასულია 2 წელი, პროექტის განხორციელების მიზანი მიღწეული არ არის და აღნიშნული ობიექტიდან მუნიციპალიტეტს შემოსავლები არ მიუღია.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები