პაპის მიერ LGBT თემის მხარდაჭერის მიუხედავად, ვატიკანი ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების კავშირს არ ცნობს
მიუხედავად რომის პაპის ბოლოდროინდელი განცხადებებისა, 15 მარტს ვატიკანმა გაავრცელა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ კათოლიკე ეკლესია ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების კავშირს არ ცნობს. განცხადება პაპის თანხმობით გამოქვეყნდა.
საკუთარი გადაწყვეტილების ახსნას წმინდა საყდარმა ვრცელი წერილი მიუძღვნა, სადაც ლგბტქ+ წყვილების კავშირს "ცოდვა" და "არჩევანი" უწოდა. კათოლიკე ეკლესიის განცხადებით, მათ არ შეუძლიათ, "ღმერთის ნებას" წინ აღუდგნენ და ამგვარი კავშირი ცნონ.
"ჰომოსექსუალური კავშირების კურთხევა შეუძლებელია, ნებადართული იყოს", — წერია განცხადებაში, — "ღმერთი არ და ვერ აკურთხებს ცოდვას".
განცხადებას ბევრი ადამიანის იმედგაცრუება მოჰყვა, რომელიც იმედოვნებდა, რომ კათოლიკე ეკლესია ლგბტქ+ თემისადმი დამოკიდებულებას შეცვლიდა.
იმედის საფუძველი გასულ წლებში რომის პაპის მიერ გაკეთებული განცხადებები იყო. 2018 წელს, მან ძალადობის მსხვერპლ გეი ბიჭს მისწერა, რომ იგი "ღმერთმა ასეთი შექმნა და ასეთივე უყვარდა".
კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა მსგავსი განცხადება გააკეთა 2020 წელსაც, როცა იტალიაში ლგბტქ+ ასოციაციას შეხვდა. მაშინ ფრანცისკემ აღნიშნა, რომ "ღმერთმა მრავალფეროვანი სამყარო" შექმნა და მას თავისი ყველა "შვილი" უყვარდა.
უფრო თამამი განცხადება პაპმა გასული წლის ოქტომბერში გააკეთა, როცა ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების სამოქალაქო კავშირს მხარი ღიად დაუჭირა.
"ჰომოსექსუალ ადამიანებს ოჯახში ყოფნის უფლება აქვთ. ისინი უფლის შვილები არიან, ამდენად ისეთი სამოქალაქო კავშირის კანონის შექმნა გვჭირდება, რომელიც მათაც შეეხება. მე ამას მხარს ვუჭერ", — აღნიშნა მაშინ კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა.
რაც შეეხება ვატიკანის განცხადებას, მასში დასძენენ, რომ ვატიკანი მხოლოდ მაშინ დალოცავს გეი და ლესბოსელ ადამიანებს, როცა ისინი ეკლესიის სწავლებების მიხედვით იცხოვრებენ.
თუმცა, თუკი "ვატიკანი ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების კავშირს აკურთხებს, ეს ერთგვარი მესიჯი იქნება, რომ კათოლიკე ეკლესია ცნობს და მხარს უჭერს ისეთ არჩევანსა და ცხოვრების სტილს, რომელიც ღმერთის ნებას ეწინააღმდეგება".
რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ვატიკანის განცხადებებს?
აღნიშნული განცხადებები განსაკუთრებით პრობლემური ჩანს იმ ფონზე, როცა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, სადაც კათოლიკე მრევლი უმრავლესობას შეადგენს, ლგბტქ+ თემის დისკრიმინაცია და დისკრედიტაცია გამუდმებით ხდება.
მაგალითად, უნგრეთში მმართველი ფიდესის პარტია სწორედ ქრისტიანულ ღირებულებებს იშველიებს საკუთარი პოლიტიკის ასახსნელად, რომელიც ქვეყანაში მცხოვრებ თემის წევრებს ავიწროებს. უნგრეთში გასულ წელს ტრანსგენდერ ადამიანებს დაბადებისას განსაზღვრული სქესის საპირისპიროს მითითება ოფიციალურ დოკუმენტებში აეკრძალათ. მთავრობამ ასევე შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილებს შვილის აყვანის უფლებას შეუზღუდავს.
სიტუაცია უფრო მძაფრია პოლონეთში, სადაც ასევე კათოლიკე მრევლი აპროტესტებს "ლგბტქ პროპაგანდას". ქვეყნის პრეზიდენტი ანჯეი დუდა და მთავრობის წევრები გამუდმებით ესხმიან თავს ლგბტქ+ თემს. მიუხედავად მთავრობის მიერ პრობლემის უარყოფისა, გავრცელებული ცნობით, ქვეყანაში ეგრეთ წოდებული ლგბტქ თემისგან თავისუფალი ზონები არსებობს — ქვეყნის ის ქალაქები და რეგიონები, რომლებმაც საკუთარი თემი ქვიარ ადამიანებისგან თავისუფალ ტერიტორიად გამოაცხადეს.
"ლგბტქ იდეოლოგიასთან" ბრძოლა პოლონეთში ცოტა ხნის წინ ახალი კანონპროექტით გაგრძელდა, რომელიც ერთი და იმავე სქესის წყვილებს შვილის აყვანას უკრძალავს. ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანი "ბავშვების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის" უზრუნველყოფაა".
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
კომენტარები