მშობლისთვის უმთავრესი საზრუნავი შვილის ჯანმრთელობაა. ბავშვის მოვლას ბევრი სირთულე ახლავს თან. მნიშვნელოვანია, მშობელი ეცნობოდეს სანდო ინფორმაციას ბავშვის საჭიროებებსა და მოვლის საშუალებებზე.

REDMED-ის პედიატრთა გუნდი გთავაზობთ 7 რჩევას, რომელიც სასურველია ყველა მშობელმა იცოდეს.

1. საჭიროა თუ არა სიცხის დროს მივმართოთ პედიატრს? როდის არის ტემპერატურა საგანგაშო?

ფოტო: რედმედი

სხვადასხვა ასაკის ბავშვებში ტემპერატურა სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, მშობლებმა განასხვავონ, რა დროს არის მაღალი სიცხე განსაკუთრებით საყურადღებო და როდის უნდა მიმართონ პედიატრს:

  • 3 თვემდე ჩვილებში — 37.7;
  • 3-6 თვის — 38.3;
  • 6 თვეზე უფროსი — 39.4;
  • სხვა დანარჩენ ასაკში, თუ ცხელება 38.5 და ზემოთ გრძელდება 3 დღეზე მეტად, თუ ცხელება არ ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებებს, თუ ცხელებას ახლავს გულყრა.

2. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვი ალერგიულია კონკრეტულ საკვებზე?

ალერგიული დაავადებების რიცხვი ყოველ წელს იზრდება. მისი სიმპტომები შესაძლოა ინდივიდუალურად გამოვლინდეს. აუცილებელია, ბავშვებში ყურადღება მიექცეს ყოველი ახალი საკვების შემდგომ განვითარებულ რეაქციებს. ალერგია შეიძლება გამოწვეული იყოს მიღებული საკვებიდან, ყველაზე ხშირად: კვერცხიდან, ძროხის რძიდან, მიწის თხილიდან, ხორბლიდან, სოიოდან, თევზიდან… კვებითი ალერგიას თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა; გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, კანის სიმშრალე, ჭინჭრის ციება, მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა (ფაღარათი).

3. როგორ განვასხვავოთ გაციება სეზონური გრიპისგან?

როდესაც გრიპების სეზონი მოდის, რთულია მშობლის თვალით განასხვავო სეზონური გრიპი გაციებისგან. გაციება მიდის ცხვირის მსუბუქი გაჭედვით, გამონადენით, ყლაპვის დროს ტკივილით, ერთეული მშრალი ხველით და გამოჯანმრთელება დგება 3-4 დღეში. სეზონური გრიპი კი უკავშირდება შემოდგომა-ზამთრის თვეებს, იწყება ძვლებისა და სახსრების ტკივილით, მაღალი ცხელებით, შემცივნებით, სურდოთი და ყლაპვის დროს ტკივილით, გრძელდება ასევე 5-6 დღე, შეიძლება გართულდეს და განვითარდეს ოტოტი, ბრონქიტი ან პნევმონია.

4. რა სიხშირით უნდა დავბანოთ ბავშვი?

REDMED-ის პედიატრები გირჩევენ ჩვილის დაბანას წყლით ყოველდღე. მას როგორც ჰიგიენური, ასევე სარესალაქციო, დამამშვიდებელი დანიშნულება გააჩნია. დასაბანი საშუალებებით ბანაობა კი კვირაში 2-3-ჯერ სრულიად საკმარისია.

სხვა ასაკის ბავშვებისთვის დამხმარე საშუალებებით დაბანა რეკომენდებულია შეირჩეს ინდივიდუალურად, კანის ტიპისა და სეზონების მიხედვით (კვირაში 3-4 დღეში ერთხელ). ამ ფაქტის უგულველყოფის შემთხვევაში, ყოველდღიურმა ბანაობან შესაძლოა გამოიწვიოს კანის სიმშრალე.

5. რატომ სჭირდება ბავშვს ვაქცინაცია?

ვაქცინაცია არის ძალზე მნიშვნელოვანი გამოგონება, რომელიც თავიდან გვაცილებს არასაჭირო მძიმე ავადობებს, განსაკუთრებით, პედიატრიულ ასაკში. ვაქცინა არის ის გამოგონება, რომელსაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირდაპირ შეგვიძლია მივაწეროთ მილიარდობით გადარჩენილი სიცოცხლე. უამრავ ადამიანს თავიდან ააცილა სხვადასხვა ინფექციური დაავადების მიერ დატოვებული სხვადასხვა სისტემის დაზიანება და შეამცირა დატვირთვა კლინიკებში, რაც ავტომატურად ზრდის ექიმების შრომის ნაყოფიერებას და ფინანსურ ტვირთს უმსუბუქებს მოსახლეობას.

6. რა არის ბავშვის საკვების დღიური ნორმა?

ფოტო: რედმედი

ბავშვის კვებითი მოთხოვნილება და დღიური ნორმა კალორაჟის, ვიტამინების, მინერალების მხრივ წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა ასევე დამოკიდებულია მის აქტივობაზეც. ბავშვისთვის მიწოდებული საკვები 2 წლის ასაკიდან, უკვე მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ დავაბალანსოთ და მის რაციონში შედიოდეს ხორცეული, ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტი და მარცვლეული. ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების გადანაწილება იდეალურ ვარიანტში უნდა იყოს შემდეგი: ცხიმი - 25-35%, ცილა 10-30% და ნახშირწყლები 45-65%.

ამ უკანასკნელში გასათვალისწინებელია, რომ დამატებული შაქრებით (გლუკოზა, ფრუქტოზა - სიროფები, ტკბილი სასმელები და ა.შ.) მიღებული რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დღიური კალორაჟის 10 პროცენტს, ეს კი დაახლოებით 25 გრამ შაქარს მოიცავს. ხოლო 1 წლის ასაკამდე მაქსიმალურად თავს ვიკავებთ დამატებული შაქრებისგან (დამატებულ შაქრებში შედის თაფლიც).

7. სჭირდებათ თუ არა ბავშვებს საკვებიდან მიღებული ვიტამინების გარდა, დამატებითი ვიტამინების მიღება?

თუ კვებას კარგად დავაბალნსებთ და ყოველდღიური სეირნობისას მზესაც ვეფიცხებით, წესით და რიგით, დამატებითი ვიტამინების მიღება არ უნდა დაგვჭირდეს. საბედნიეროდ, დღესდღეისობთ ყველა შეფუთვას აქვს თავისი შემცველობა პროცენტებშიც და წონებშიც (გრამი, მილიგრამი ან მიკროგრამი), ხოლო ბოსტნეულის/ხილის და სხვა პროდუქტის კვებითი ღირებულება (ცხიმი, ცილა, ნახშირწყალი, ვიტამინები და მინერალები) შეგვიძლია მარტივად მოვიძიოთ სხვადასხვა სანდო ინტერნეტ წყაროები (მაგალითად: nutritiondata.self.com, რაციონის შესადგენად და შესამოწმებლად იდეალურია: www.myplate.gov/resources/tools)

დაჯავშნე REDMED-ის პედიატრის კონსულტაცია ონლაინ.