თიბისი კაპიტალმა ეკონომიკის აღდგენის შესახებ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა
თიბისი კაპიტალმა საქართველოს ეკონომიკის აღდგენის შესახებ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.
თიბისი კაპიტალი, რეგულარული ფრენების ეტაპობრივი განახლების გათვალისწინებით, საბაზო სცენარის მიხედვით, 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების — 25%-იან, 2022 წელს კი 90%-იან აღდგენას ვარაუდობს.
2020 წლის განმავლობაში, ექსპორტის, გზავნილებისა და ნაწილობრივ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებამ შედარებითი მდგრადობა გამოავლინა. ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენასთან ერთად, 2021 წელს ეკონომიკის ზრდაში ეს შემოდინებაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
სუსტი ლარისა და შიდა მოთხოვნის კლების გათვალისწინებით, 2020 წელს საქონლის იმპორტი 15.9%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის იანვარში მშპ-ის ვარდნამ 11.5% შეადგინა, აღნიშნული მაჩვენებელი მოლოდინებთან შესაბამისობაში იყო. თიბისი კაპიტალი 2021 წელს მშპ-ის — 4%-იან, 2022 წელს კი 7.5%-იან ზრდას ელოდება, რაც ტურიზმის სექტორის თითქმის სრული აღდგენით გახდება შესაძლებელი.
სესხების ზრდის პროგნოზი 2021 წელს - 9.5%, 2022 წელს კი 14.0%-ია. მაშინ, როდესაც იპოთეკურ სესხებზე სუბსიდირების პროგრამის დასრულება სესხების ზრდის ტემპს შეამცირებს, მშპ-ის ზრდა და გაუმჯობესებული ბიზნესისა და სამომხმარებლო განწყობის ინდექსები, დაბალ საპროცენტო განაკვეთებთან ერთად, სესხების ზრდას გააუმჯობესებს.
თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2021 წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი 6.0%-იან ნიშნულს მიაღწევს. პროგნოზი შემდეგ დაშვებებს ეფუძნება: 2021 წელს მშპ-ის 4.0%-იანი ზრდა; სასაქონლო ფასების მაღალი ზრდა; საქართველოს ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნების საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსების მეტნაკლები სტაბილურობა და მათი ინფლაციის მაჩვენებლების ზომიერი ზრდა.
იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაცია ისედაც მაღალ ნიშნულზეა მოსალოდნელი და ასევე საგარეო დაფინანსების კუთხით მოზიდული სახსრები საკმარისია, თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, ლარის კურსის სტაბილურობაა ნავარაუდები, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის გამყარების ალბათობა გაზრდილია.
თიბისი კაპიტალის კვლევას შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე გაეცნოთ: Tbccapital.ge
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები