ვგმობთ ქალთა უფლებადამცველების დაშინებას, მათზე რაიმე ფორმით ძალადობას — გაერო
საქართველოში გაეროს სააგენტოების ჯგუფი ბოლო დღეებში ქალთა უფლებადამცველების დისკრედიტაციის მცდელობაზე, მათ მიმართ აგრესიაზე განცხადებას ავრცელებს და დაშინების, მუქარის ან რაიმე ფორმით ძალადობის ნებისმიერ ფაქტს გმობს. ისინი მთავრობას ქალი უფლებადამცველების საქმიანობის უსაფრთხოდ განსახორციელებლად სათანადო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
"ჩვენ ვგმობთ ქალთა უფლებების დამცველების დაშინების, მათ მიმართ მუქარის ან რაიმე ფორმით ძალადობის ნებისმიერ ფაქტს, ასევე, მათი სტიგმატიზაციის ან გარიყვის ნებისმიერ მცდელობას და მოვუწოდებთ მთავრობას, გადადგას სათანადო და მტკიცე ნაბიჯები, რათა ქალ უფლებადამცველებს საკუთარი საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება შეეძლოთ", — აღნიშნულია განცხადებაში.
გაეროს სააგენტოები მიუთითებენ, რომ ბოლო დღეებში ქალი უფლებადამცველების მიმართ იყო "უდიდესი აგრესია" და სიძულვილის ენა, ასევე, მუქარა და ლანძღვა.
"ქალთა უფლებების დამცველები სოციალური სამართლიანობისა და ფემინისტური მოძრაობის წინა პლანზე არიან. ისინი იბრძვიან გენდერული თანასწორობის განხორციელების, ქალთა უფლებების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების რეალიზებისთვის. საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფს სურს, კიდევ ერთხელ დაადასტუროს სოლიდარობა ადამიანის უფლებათა დამცველი ქალების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებებითა და ძირითადი თავისუფლებებით თანასწორად სარგებლობისთვის იღვწიან", — ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, ქალთა უფლებადამცველები ისეთივე რისკების წინაშე არიან, როგორც ადამიანის უფლებათა სხვა დამცველები, მაგრამ, ამავდროულად, როგორც ქალები, ისინი გენდერული ნიშნით ძალადობის სამიზნეებიც ხდებიან.
"ხშირად მათ საქმიანობას აღიქვამენ, როგორც გამოწვევას საზოგადოებაში დამკვიდრებული ტრადიციული გენდერული და ოჯახური როლების მიმართ, რასაც სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან მტრული დამოკიდებულება მოჰყვება. საფრთხეებისა და ძალადობის სამიზნეები არა მარტო ეს ქალები, არამედ მათი ოჯახებიც ხდებიან, რაც ქალთა უფლებადაცვითი საქმიანობის შეფერხებას ისახავს მიზნად. უნდა აღინიშნოს, რომ ქალი უფლებადამცველები უფრო ხშირად არიან ძალადობის გარკვეული ფორმებისა და სხვა დარღვევების, მცდარი წარმოდგენების, გაკიცხვისა თუ გარიყვის საფრთხის წინაშე, ვიდრე მათი კაცი კოლეგები. ქალთა უფლებების დამცველების მიმართ ძალადობის ყველა შემთხვევა სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული", — ვკითხულობთ განცხადებაში.
გაეროს სააგენტოების ჯგუფი, აგრეთვე, აცხადებს, რომ Covid-19 ის პანდემიამ გენდერული თანასწორობის სფეროში არსებული მიღწევები რისკის ქვეშ დააყენა და რომ ქალთმოძულეობის საგანგაშო ზრდაც შეინიშნება.
"ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ახლა ქალი უფლებადამცველების საქმიანობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვისწრაფვით უკეთესი მომავლისკენ, ამიტომ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა გენდერული თანასწორობისა და ქალებისა და გოგოების გაძლიერების შეუქცევადი პროგრესის მისაღწევად.
ჩვენ ვგმობთ ქალთა უფლებების დამცველების დაშინების, მათ მიმართ მუქარის ან რაიმე ფორმით ძალადობის ნებისმიერ ფაქტს, ასევე, მათი სტიგმატიზაციის ან გარიყვის ნებისმიერ მცდელობას და მოვუწოდებთ მთავრობას, გადადგას სათანადო და მტკიცე ნაბიჯები, რათა ქალ უფლებადამცველებს საკუთარი საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება შეეძლოთ", — ნათქვამია განცხადებაში.
ქალი უფლებადამცველების მიმართ აგრესია განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მათ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვების შემდეგ მისი მხრიდან ცოლზე ძალადობის საქმეზე დაიწყეს საუბარი. მოქალაქეების ნაწილი ნელი დოროყაშვილისკენ ნიშნისმოგებით მიუთითებდა, რასაც უფლებადამცველები აკრიტიკებდნენ
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
კომენტარები